Tuesday, January 24, 2012

Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi


21 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, გაიმართა Tbilisi GTUG-ის პირველი ივენთი - Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სტუდენტები, ოლიმპიადის მონაწილეები და უბრალოდ Google-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ხალხი.

შეხვედრაში Hangout-ით მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნიდან GTUG-ების წევრებმა, ასევე ქართველმა და უცხოელმა გუგლერებმა: დავით ლეკვეიშვილმა, თეიმურაზ არობელიძემ, სალომე ვახტანგაძემ, ტილეკ მამუტოვმა და რუსტემ არზიმბეტოვმა.

აუდიტორიისთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო, გუგლის ციურიხის ოფისიდან ჩამოსული იგორ მახანიუკი, რომელმაც მომავალ პროგრამისტებს რჩევები მისცა და კითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრაზე საკუთარი პრეზენტაციით წარსდგა ვლადიმერ ივანოვი, Kyiv GTUG Center-ის დამფუძნებელი, რომელმაც ზოგადად GTUG-ის სტრუქტურაზე და უპირატესობებზე ისაუბრა.

23 იანვარს კი ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგანმანათლებლო სისტემის და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელზეც გუგლის პროდუქტების ამ სფეროებში დანერგვაზე ისაუბრეს.

სამომავლოდ კვლავ დაიგეგმება შეხვედრები, სადაც უკვე კონკრეტულ თემებზე იქნება საუბარი.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ Tbilisi GTUG-ის გვერდზე: Tbilisi GTUG photos




On January 21, 2012, there was arranged the first Tbilisi GTUG event - Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi. There were more than 100 attendees, including students, participants of programming olympiads, developers, bloggers and advanced users of Google technologies.

The opening part of the event was a welcome speech of Alejandro Villanueva, from Google, Mountain View.

Moreover, Georgian and not only Georgian Googlers ( David Rachvelishvili, Salome Vakhtangadze, Teimuraz Arobelidze, Tilek Mamutov, Rustem Arzymbetov) took part in the event via google hangout and they welcomed Georgian GTUGers and answered their questions.

In addition to this, Stefan Hoth (Berlin GTUG), Vardan Grygorian (Armenia GTUG), Kamran Samedli (Baku GTUG), Kuban Dzakipov (Bishkek GTUG)  welcomed Tbilisi GTUG via hangout.

It was also very interesting to listen to Aleksey Korovianski (Omsk GTUG) - presentaion about Android.

Vladimir Ivanov (Kyiv GTUG Center), great friend of Tbilisi GTUG, made a presentation "GTUG of My Dream".

The most interesting and inspiring part of the event was one of Ihar Mahaniok's speech, who came to Georgia from Google Office, Zurich. He talked about many things, including mistakes many programmers make while planning their future. Ihar also gave some useful advices to future Georgian developers .

Two days later, there were arranged two meetups:  "Google for Education" and "Google for business", in which participated representators of Georgian business and educational sector. The main topic of the discussion was "Google Apps for Business and Education ".

Before the main event, on January 20, there was a global hangout with Georgian bloggers. Andrey Lipattsev and Olga Pavluk gave lots of useful advices to Georgian bloggers to optimize their websites for search engine.

All in all, Tbilisi GTUG has become a member of world GTUGs and is planning to arrange lots of meetups in future!

Tbilisi GTUG wants to say lots of kind words and thanks to Vladimir Ivanov ( Kyiv GTUG Center), who has greatly helped us in arranging Google,GTUG and Rock&Roll Tbilisi and inviting guests from different countries to take part in it, in Live or via Hangout. During the pre-event period, we had lots of hangouts with Vladimir everyday, discussing and planning together tons of details of the event. He helped Tbilisi GTUG to become a member of world GTUGs.  His help to  a new group of Tbilisi GTUG is enormous and we want to say thanks to Vladimir again.  We Do hope that our friendship will become stronger and stronger.

Check out the photos of Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi here:  Tbilisi GTUG photos

Wednesday, January 18, 2012

21.01.2012 Tbilisi GTUG - პირველი ივენთი - First event

21 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება Tbilisi GTUG-ის პირველი ივენთი. შეხვედრას დაესწრებიან სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ასევე სპონსორები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს შეხვედრა იქნება შედარებით ფორმალური, ხოლო ყველა სხვა შემდეგი ივენთი იქნება მაქსიმალურად ღია აბსოლუტურად ყველასთვის, დეველოპერებისა თუ google-ის სერვისების advanced მომხმარებლებისთვის.  შეხვედრაზე მოწვეული იქნება უკრაინელი სტუმარი, Kyiv GTUG-ის ორგანიზატორი, ვლადიმერ ივანოვი, რომელიც პრეზენტაციას გააკეთებს და GTUG-ის პლიუსებზე ისაუბრებს.
იქნება ასევე Hangout-ები სხვასხვა ქალაქებიდან, საიდანაც ადგილობრივი GTUG-ების წევრები ჩაგვერთვებიან და დაარსებას მოგვილოცავენ.

რა არის Tbilisi GTUG-ის შექმნის მიზანი და სასურველი შედეგი?


Google Technology User Group-ები 92 ქვეყნის 333 ქალაქშია შექმნილი და აერთიანებს ადგილობრივ დეველოპერებს, რომლებიც გუგლის ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებული. ყოველთვიურად ტარდება შეხვედრები, სადაც პრეზენტატორები წარმოადგენენ რაიმე თემას და შემდეგ იმ თემის ირგვლივ მიდის მსჯელობა, აზრთა გაცვლა, საინტერესო იდეების დაბადება და ა.შ.
Tbilisi GTUG-ის შექმნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ შეიქმნას ენთუზიასტი ადამიანების ჯგუფი (community), რომელიც თვეში ერთხელ იმსჯელებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: Android, Google App Engine, Google Maps API  და ა.შ.

GTUG-ის კარი ყველასათვის ღიაა, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა.

იქმნება ჯგუფი, Google Groups-ზე, სადაც ყველას შეეძლება გაწევრიანება და  მომავალი ივენთების ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

ჯგუფში გაწევრიანება შეგიძლიათ აქ: Tbilisi GTUG - Google Groups

ივენთამდე და ივენთის მიმდინარეობისას, ყველას შეეძლება დასვას შეკითხვა Google Moderator-ის გამოყენებით. გამოვლინდება 5 გამარჯვებული.

შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ აქ: Tbilisi GTUG - Google Moderator


On January 21,2012, there will be first event in Courtyard Tbilisi Marriot hotel  under new group - TBILISI GTUG. The attendees will be students from universities, developers and future possible sponsors. We are very glad that our friend from Ukraine, Volodymyr Ivanov (Kyiv GTUG Center) is coming to us to make a presentation about GTUG.  There will also be hangouts from different countries.

We hope that our new group will be very successful as it is open for everybody who is interested in development of Android, Maps API, Apps and so on.

We plan to make meetups once in a month and to take part in Android hackathons and so on.

Our group is open for everybody:  Tbilisi GTUG on Google Groups