Wednesday, January 18, 2012

21.01.2012 Tbilisi GTUG - პირველი ივენთი - First event

21 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება Tbilisi GTUG-ის პირველი ივენთი. შეხვედრას დაესწრებიან სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ასევე სპონსორები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს შეხვედრა იქნება შედარებით ფორმალური, ხოლო ყველა სხვა შემდეგი ივენთი იქნება მაქსიმალურად ღია აბსოლუტურად ყველასთვის, დეველოპერებისა თუ google-ის სერვისების advanced მომხმარებლებისთვის.  შეხვედრაზე მოწვეული იქნება უკრაინელი სტუმარი, Kyiv GTUG-ის ორგანიზატორი, ვლადიმერ ივანოვი, რომელიც პრეზენტაციას გააკეთებს და GTUG-ის პლიუსებზე ისაუბრებს.
იქნება ასევე Hangout-ები სხვასხვა ქალაქებიდან, საიდანაც ადგილობრივი GTUG-ების წევრები ჩაგვერთვებიან და დაარსებას მოგვილოცავენ.

რა არის Tbilisi GTUG-ის შექმნის მიზანი და სასურველი შედეგი?


Google Technology User Group-ები 92 ქვეყნის 333 ქალაქშია შექმნილი და აერთიანებს ადგილობრივ დეველოპერებს, რომლებიც გუგლის ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებული. ყოველთვიურად ტარდება შეხვედრები, სადაც პრეზენტატორები წარმოადგენენ რაიმე თემას და შემდეგ იმ თემის ირგვლივ მიდის მსჯელობა, აზრთა გაცვლა, საინტერესო იდეების დაბადება და ა.შ.
Tbilisi GTUG-ის შექმნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ შეიქმნას ენთუზიასტი ადამიანების ჯგუფი (community), რომელიც თვეში ერთხელ იმსჯელებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: Android, Google App Engine, Google Maps API  და ა.შ.

GTUG-ის კარი ყველასათვის ღიაა, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა.

იქმნება ჯგუფი, Google Groups-ზე, სადაც ყველას შეეძლება გაწევრიანება და  მომავალი ივენთების ორგანიზებასა და დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება.

ჯგუფში გაწევრიანება შეგიძლიათ აქ: Tbilisi GTUG - Google Groups

ივენთამდე და ივენთის მიმდინარეობისას, ყველას შეეძლება დასვას შეკითხვა Google Moderator-ის გამოყენებით. გამოვლინდება 5 გამარჯვებული.

შეკითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ აქ: Tbilisi GTUG - Google Moderator


On January 21,2012, there will be first event in Courtyard Tbilisi Marriot hotel  under new group - TBILISI GTUG. The attendees will be students from universities, developers and future possible sponsors. We are very glad that our friend from Ukraine, Volodymyr Ivanov (Kyiv GTUG Center) is coming to us to make a presentation about GTUG.  There will also be hangouts from different countries.

We hope that our new group will be very successful as it is open for everybody who is interested in development of Android, Maps API, Apps and so on.

We plan to make meetups once in a month and to take part in Android hackathons and so on.

Our group is open for everybody:  Tbilisi GTUG on Google Groups



No comments:

Post a Comment